Sunday, March 26, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

ძალიან ნაყოფიერად წარიმართა დღევანდელი დღეც. როგორც ყოველთვის დღესაც ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით, რაც ძალიან გვეხმარება ნასწავლი მასალის განმტკიცებაში. დღეს შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია, გავეცანით შეფასების რუბრიკებს და გადავხედეთ გეგმებს. უღრმესი მადლობა ქალბატონო ქეთი, ღმერთმა მოგცეთ ჯანმრთელობა და  კეთილდღეობა.

Saturday, March 25, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი ტრენინგი წარიმართა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად. როგორც ყოველთვის, დღესაც გავიმეორეთ განვლილი მასალა, ვისაუბრეთ  საავტორო უფლებებზე და გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის შაბლონების ნიმუშებს. დავათვალიერეთ კოლეგების ბლოგები და გავუკეთეთ კომენტარები. შევქმენით მოსწავლის ბლოგი. უღრმესი მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი საინტერესო მუშაობისთვის.

Sunday, March 19, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

დღევანდელი დღეც ჩვეულებისამებრ ძალიან საინტერესო იყო. როგორც ყოველთვის დღესაც ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით და გავიხსენეთ ნასწავლი მასალა, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს, შევადგინეთ დროში გაწელილი შეფასების გეგმა, გავიხსენეთ და შევქმენით პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია პაუერ პოინტში, გავიხსენეთ ბლოგში პოსტების განთავსების და რედაქტირების  გზები. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი საინტერესო მუშაობისთვის.

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო. გავიმეორეთ წინა დღის მასალა,  ვისწავლეთ პროექტის გეგმის წერა,  სტანდარტის განსაზღვრა, მიზნის განსაზღვრა, საკვანძო კითხვების დასმა.

Sunday, March 12, 2017

ტრენინგის მეორე დღე

   გავეცანით პროექტის თემებს, რომელთა არჩევასაც ვაპირებთ, გავიმეორეთ წინა დღეს განხილული მასალა, შეგვედით გზამკვლევში და გავხსენით ციფრული რესურსების პორტალი. ვნახეთ საქაღალდეში შენახული მასალები, გავიმეორეტ "words"-ის ინსტრუმენტები. დავამზადეთ სარეკლამო ბუკლეტი. რაც ძალიან საინტერესო და სახალისო  პროცესი იყო ყველასთვის. მადლობა ქალბატონ ქეთევანს ასეტი საინტერესო მუშაობისთვის.

Saturday, March 11, 2017

ტრენინგის პირველი დღე

  ტრენინგზე განვიხილეთ ყველა საკითხი, რაც გვქონდა გეგმაში:   1. გაცნობა   2.ინტელის ძირიტადი კურსის გაცნობა   3. გზამკვლევი   4.პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა   5. კურსის რესურსების გაცნობა-სენახვა    6.პროექტების განხილვა    7.ბლოგის შექმნა   8.რეფლექსია