დღევანდელი დღეც ჩვეულებისამებრ დავიწყეთ გამეორებით, მოვახდინეთ საკუთარი პროექტის მოკლე განხილვა, მოვისმინეთ სხვა მასწავლებლების საკმაოდ საინტერესო და აქტუალური პროექტები.
ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, თანამედროვე სკოლაში მუშაობისთვის მეტად აუცილებელი. ვისწავლე პროექტზე მუშაობა, ვისწავლე ბლოგის შექმნა, დავწერე პროექტის გეგმა,დავამზადე ბუკლეტი, მოვიძიე თემასთან დაკავშირებული მასალები, ავაწყე პრეზენტაცია, შევქმენი საქაღალდე, სადაც მოვათავსე საჭირო მასალა.
ტრენინგი იყო ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და აქტუალური. ვისწავლე როგორ გამოვიყენო სასწავლო პროცესში პროექტით სწავლება და მივაღწიო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს.
უღრმესი მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი ენერგიული და ნაყოფიერი მუშაობისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
Saturday, April 8, 2017
Sunday, April 2, 2017
ტრენინგის მერვე დღე
დღევანდელი დღეც ჩვეულებისამებრ გამეორებით დავიწყეთ. გავეცანით ფასილიტაციის რესურსის შექმნის გზებს, გადავხედეთ პორტფოლიოს და გადავიტანეტ ბლოგზე, ვისწავლეთ საქაღალდის გადატანა დრაივზე. მისამართის მინიჭება და გადატანა დრაივზე. მადლობა ქალბატონო ქეთი ასეთი საინტერესო და ნამდვილად საჭირო ინფორმაციის ასე დეტალურად განხილვისთვის.
ტრენინგის მეშვიდე დღე
დღევანდელი დღეც ჩვეულებისამებრ დავიწყეთ გამეორებით. განვიხილეთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა დავალებები პროექტის მსვლელობისას. თითქმის დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი ნაყოფიერი დღისთვის.
Subscribe to:
Posts (Atom)